ზელენსკი დაჟინებით ითხოვს, ყველა დასანქცირდეს, ვინც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარება

პრეზიდენტი ზელენსკი პრობლემას იმ ქვეყნებთანაც ხედავს, ვინც რუსეთთან ნავთობით ვაჭრობს. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს, თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები მათაც დაუწესდეთ.

„ველოდებით გადაწყვეტილებას რუსეთის ნავთობის შეზღუდვის შესახებ. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების სამართლიანი ნაწილი ასევე უნდა მოიცავდეს ე.წ. ნავთობის ნარევების გაყიდვით შეზღუდვების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის ბლოკირებას. თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები მათაც უნდა დაუწესდეთ. რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სპონსორობა უნდა შეწყდეს”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები