,,საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ ევროკავშირმა წევრობას გზა გაუხსნას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა ბრძოლით და  ევროკავშირთან დაახლოებით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„საქართველომ და ქართველმა ხალხმა, როგორც თავისი ბრძოლით, მათ შორის, ბრძოლის პირდაპირი გაგებით და იმ ომების გადატანით, რომელიც საქართველოს სწორედ იმიტომ მოუწია, რომ მან ევროპული არჩევანი გააკეთა. ასევე, ჩვენი ქვეყნის განვითარებით და ევროკავშირთან დაახლოებით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ევროკავშირმა უკვე ამ შემთხვევაში პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს ევროკავშირში წევრობას გზა გაუხსნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები