„ეს უბრალოდ, სხვა ადამიანია, გამოფიტული… როდემდე გაძლებს უჭმელი?“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშილი  მოინახულა. როგორც პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის დედა აცხადებს, ექიმები მისთვის  ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, თავად სააკაშილი ვერ ჭამს.

„დაახლოებით ოთხი საათი გავატარე, შთაბეჭდილება ძალიან მძიმე მაქვს. თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმები ვნახე, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი პერსონალია. ყველაფერი ძალიან მომეწონა, ყველაფერი სწორად უკეთდება. პრობლემა ის არის, რომ ვერ ჭამს ადამიანი. ფერი საერთოდ არ აქვს ადამიანს და ვერ ვცნობ ჩემს შვილს. ეს უბრალოდ, სხვა ადამიანია, გამოფიტული, პირიქით გაუარესებული მდგომარეობაა. ნევროპათოლოგის აზრით, გაუარესებულია მდგომარეობა იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა“ – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

გიული ალასანიასთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე.

მსგავსი თემები