ბაიდენის განცხადებით, ღაზიდან  გათავისუფლებულ მძევლებს შორის ერთი ოთხი წლის ამერიკელი გოგონაა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზიდან გათავისუფლებულ მძევლებს შორის ერთი ოთხი წლის ამერიკელი გოგონაა. მისივე თქმით, არ შეწყვეტენ მუშაობას, ვიდრე ყველა მძევალი არ დაუბრუნდება თავის ოჯახს.

„ჩვენი ერთ-ერთი თანამემამულე, ამერიკელი პატარა გოგონა, სახელად აბიგაილი იყო ღაზიდან დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის. აშშ-ის შუამავლობით და ინტენსიური დიპლომატიის მეშვეობით, ის ახლა უსაფრთხოდ იმყოფება ისრაელში. ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას და ველოდებით, რომ დანარჩენ ამერიკელებსაც გაათავისუფლებენ. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე ყველა მძევალი არ დაუბრუნდება ოჯახებს. ჩემი, ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ეს პაუზა, რათა გავაგრძელოთ მძევლების გათავისუფლება და მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაჭირვებულთათვის ღაზაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები