„განძის მიწა“ და ყვავილების სამყარო – რეპორტაჟი ჩინეთის პროვინციიდან

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ  ცხოვრობს ნაქსი და რამდენიმე სხვა ეთნიკური უმცირესობა. დაახლოებით 26 ეთნიკური ჯგუფი, რომლებსაც საკუთარი კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო გააჩნია.

ლიჯიანგი ცნობილია იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლით, ძველი ქალაქი ლიჯიანგით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს და კომპლექსურ, უძველეს წყალმომარაგების სისტემას.

სწორედ ლიჯიანგში მდებარეობს ვარდების სასათბურე მეურბეობა, სადაც 45 ჯიშის ვარდი და 6 მილიონი ძირი მცენარე იზრდება.

ლიჯიანგი აწარმოებს მაღალი ხარისხის ვარდებს მაღალი დონის სათბურებიდან, რომელიც მდებარეობს მთის ძირში. თანამედროვე ყვავილების ინდუსტრიის პარკში მთლიანობაში განხორციელებულია 640 მილიონი იუანის ინვესტიცია.  მისი ფართობი კი 10 000 ჰექტარს მოიცავს. ეს არის სოფლის მეურნეობის ინოვაციების ერთ-ერთი სადემონსტრაციო პარკი იუნანის პროვინციაში.

პარკი ორიენტირებულია  მაღალი დონის, ახალად მოჭრილ ყვავილებსა და  ნერგების განვითარებაზე. ამავდროულად, დაგეგმილია  თანამედროვე სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის პარკის აშენება, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის ყვავილების დარგვას, სამეცნიერო კვლევასა და განვითარებას.

პარკში ინტელექტუალური სათბური აშენებულია ევროპული A15 სტანდარტის მიხედვით და გამწვანებისა და მართვის ISO9000 სისტემის მითითებით.

მორწყვის სისტემები და სხვა ყველა პარამეტრი დაყენებულია ყვავილების წარმოების საჭიროებების მიხედვით და კომპიუტერი ავტომატურად აკონტროლებს ყველა პროცესს. მაგალითად, თუ განათება არასაკმარისია ან პირიქით, კომპიუტერი ავტომატურად გადართავს საჭირო რეჟიმზე.

პარკში წყლისა და სასუქის მიწოდებაც კომპიუტერული მართვით ხდება. სისტემა ავტომატურად აკონტროლებს ტემპერატურასა და ტენიანობას მითითებული პარამეტრების მიხედვით.

ჯერჯერობით ექსპლუატაციაში შევიდა პარკის პირველი სათბური 150 000 კვადრატული მეტრი ფართობით, ხოლო მეორე სათბური 110 000 კვადრატული მეტრი ფართობით უკვე დასრულებულია.

მესამე სათბური, რომელიც 200 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, 2023 წლის ბოლოს სრულად ამოქმედდება.  ყვავილებისთვის აქ იმდენად ხელსაყრელი კლიმატია, აქაურობას „განძის მიწასაც“ უწოდებენ.

ეკა გულუა ლიჯიანგიდან

მსგავსი თემები