ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ლევან ხაბეიშვილი

ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი  თქმით, ნიკა მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით.

„სხვა ადამიანებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. კონკრეტულ ადამიანზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მან თავად გადაწყვიტა, არ იყოს პარტიის წევრი. შესაბამისად, ის არ ითვლება, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ახლა მე მას საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხეს, ხაბეიშვილმა განაცხადა: „კონკრეტული საბუთი თუ გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით, იურიდიულად თუ გინდათ და მოგწერთ. საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას““.

მსგავსი თემები