უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინაში 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც  უკრაინული მხარე აცხადებს, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდში, რუსულმა მხარემ დაახლოებით 29 050 ჯარისკაცი დაკარგა.

„მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 22 მაისამდე დაახლოებით იყო 29 050 ჯარისკაცი, 1 285 ტანკი, 3141 ჯავშანმანქანა, 599 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 204 თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი, 470 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 107 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/კატერი, 2194 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები