რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11 მარშრუტიდან ექვსზე მგზავრობის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

მგზავრებს ახალი ტარიფით გადახდა დღეიდან მეტროსადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ.

აღსანიშნავია, რომ ძველი ტარიფი დარჩა რუსთავი-ძველი ბაზარი-მოსკოვის გამზირის; რუსთავი-ძველი ბაზარი-„ისთ ფოინთის“; რუსთავი-შარტავას გამზირი-ლილოს; რუსთავი-მეტალურგიული ქარხანა-გლდანის; რუსთავი-მე-19-ე მკ/რ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებზე.

მსგავსი თემები