საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ოპოიციის ბრალდებებს აფასებს და ამბობს, რომ ეს არის მათი ტრენდი.
„იმის ნაცვლად, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მოყვნილი სხვადასხვა საკითხები არგუმენტებით გააკრიტიკონ, ვხედავთ მათ საერთო ტრენდს – ეს არის ლანძღვა, შეურაცხყოფა და ამით ცდილობენ გადაფარონ რეალობა და შესაბამისი არგუმენტები. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა და შეიმუშავეს საერთო მესიჯბოქსი, სადაც არ გამოკვეთილა არც ერთი რეალური არგუმენტი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ინტერვიუში მოყვანილი საკითხების საწინააღმდეგოდ” – აცხადებს მდინარაძე.
მისივე შეფასებით, სიმართლე და არსებული წარმატებები ოპოზიციას ანგრევს: „ როდესაც ადამიანი ლაპარაკობს სიმართლეს, აქვს სწორი ხედვა, როგორც წარმატებასთან, ასევე გამოწვევებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ანგრევს ოპოზიციის საერთო პრობაგანდის მთავარ მიზნებს და ამიტომ მათი დღევანდელი ისტერიკაც აბსოლუტურად ლოგიკურია და პროგნოზირებადიც იყო“.