ლავროვის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ევროკავშირი ტერორისტებს უწყობს ხელს

სერგეი ლავროვმა, ანტალიაში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების  შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და უკრაინის დაპყრობა რუსეთის ი ინტერესებში არ შედის.

რუსმა საგარეო მინისტრმა უკრაინისთვის იარაღის მოწოდების გამო დასავლეთიც გააკრიტიკა.

„უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ევროკავშირი ყველა თავისი პრინციპის და ე.წ. ღირებულებების დარღვევით ახალისებს ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას. ტერორისტები მათ ძალიან ხშირად იყენებდნენ იმისათვის, რომ სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხე შეექმნათ. სად მოხდება ამ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადატანა, ამ კითხვას ჩვენს კოლეგებს ევროკავშირში ვუსვამთ. როდესაც ისინი ინტერესდებიან იმით, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინაში რუსეთისადმი საფრთხისა და მუქარის შემცველი პოლიტიკა,  მათ პასუხი არ აქვთ“ – განაცხადა ლავროვმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები