“ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით” – გიორგი გახარია

„იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და კანცელარიაში, ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც, შეუძლია და აქვს სურვილი ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარნონ, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, უბრალოდ გამოაცხადონ“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების დახმარებაზე ხელი არავის შეეშლება.

„ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. ვიღაცა რაღაც სურვილებს გამოთქვამს. არის შემთხვევები, როდესაც წერილები იწერება კანცელარიაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირება. ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, ან სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში. საჭიროა, უბრალოდ, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ზუსტად ნახევარ საათში. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და კანცელარიაში, ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც, შეუძლია და აქვს სურვილი ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარნონ, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, უბრალოდ გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ ამ რეისს ნებისმიერი ქალაქიდან, არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, ამას კანცელარიაში მისვლა კი არ სჭირდება, საავიაციო ხელისუფლების მიმართვა სჭირდება“, – განაცხადა გახარიამ

მსგავსი თემები