,,უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეძლეს აეღოთ ახალი ქალაქი, ლიმანი, და ეს აჩვენებს იმას, რომ უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცის, უნარების გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები აწვდიან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები