გერმანიაში ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმანიაში ტერორისტული აქტის დაგეგმვაში მონაწილე ირანის მოქალაქე დააკავეს. საუბარია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში დაგეგმილ ტერორისტული თავდასხმაზე.

პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ციანიდისა და რიცინის ტოქსინები შეიძინა, რომელიც მას ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა.

ადგილობრივი პოლიცია მუშაობს სხვა პირების გამოვლენაზეც, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს ტერორისტული აქტის მომზადებასთან. დაკავებული 34 წლის მამაკაცია.

 

მსგავსი თემები