გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა – თამაზ ხომასურიძე შეურაცხადია. მას ციხიდან ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ. ხომასურიძეს შეურაცხადობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა.
თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმისთვის დააკავეს.