„ზარინი“ ირან-ერაყის ომში გამოიყენეს, სადაც 5 000-მდე ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაავადდა – სამხედრო ექიმი ქიმიური იარაღზე „მედიაცენტრ მთავარში“

სამხედრო ექიმის, სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორის ამური რევიშვილის განცხადებით, ქიმიური იარაღი „ზარინი“ 2007 წლამდე უნდა განადგურებულიყო. აღნიშნული რეზოლუცია 1997 წელს მიიღეს, თუმცა, მსოფლიოში ნაშთის სახით, აღნიშნული ქიმიური იარაღის 10% მაინც რჩება.

რა არის „ზარინი“  და როგორ ანადგურებს ის მსოფლიოს, რევიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა.

„ქიმიური იარაღი წარმოადგენს მასობრივი განადგურების საშუალებას. მისი აქტიური ნივთიერებები ძირითადად არის ქლორი, გოგირდი, ფოსფორი. ამ სამი ელემენტის შედეგად  მზადდება სხვადასხვა   მოქმედების, მიმართულებისა და ტოქსიურობის იარაღი. რაც შეეხება „ზარინის“, ის გერმანელებმა 1938 წელს შეიმუშავეს.  მისი მასობრივი გამოყენების ერთადერთი ფაქტი არსებობს ირან-ერაყოს ომის დროს ქურთი მოსახლეობის წინააღმდეგ, სადაც 5 000-მდე ადამიანი  დაიღუპა და ათასობით დაავადდა“ – განაცხადა სამხედრო ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, შემუშავებული კონვენციით „ზარინის“ 90% განადგურებული უნდა იყოს.

„ის წარმოადგენს საკმაოდ ტოქსიკურ ქიმიურ იარაღს. მისი აკრძალულ ნუსხაში შეტანა მოხდა ჯერ კიდევ 1993 წელს. ხოლო საბოლოო რეზოლუცია შემუშავდა 1997 წელს, რომლითაც, ხელმომწერებს ვადა მიეცათ 2007 წლამდე მისი უტილიზაციის შესახებ. არსებული ინფორმაციით მისი 90% განადგურებული უნდა იყოს. მსოფლიოში ნაშთს მხოლოდ 10% უნდა არსებობდეს“ – განაცხადა სამხედრო ექიმმა მედიაცენტრ მთავართან“.

ზარინი წარმოადგენს უფერო-ისუნო სითხეს რომლის აქროლება ხდება კასეტური ბომბებით თუ სხვადასხვა გადასატყორცნი იარაღით.  საუბარია რომ უკრაინაში სწორედ „ზარინის“ გამოყენება მოხდა.

 

 

მსგავსი თემები