უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე 2 საავადმყოფო დაბომბეს. სევეროდონეცკში, საავადმყოფოს კომპლექსის რამდენიმე შენობას, რომელთა სახურავებზეც წითელი ჯვარია გამოსახული, ოკუპანტებმა დაბომბეს.
ამასთან, რუბიჟნეში იერიში მიიტანეს საავადმყოფოზე, რის შედეგადაც, მიმდებარე ტერიტორია სრულად განადგურდა.