„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ჩვენ არ ვაპირებთ ნებისმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

მისივე თქმით, რამდენიმე ჰომოფობიური განცხადება უკვე გაეპარათ და ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

„მოკლედ, მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ ვაპირებთ ნებისმმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას.

ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ ბოლო ერთ კვირაში 2 ამგვარი რამ დღის განმავლოობაში მთავარის დღის და დილის მთავარში თითოჯერ გაგვეპარა. ეს განცხადებები საიტიდანაც და ფბდანაც მყისიერად იქნა აღებული.”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი” და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი „ღირსების მარშის” გამართვას გეგმავენ.

მსგავსი თემები