„ვირუსის გაჩერება შეიძლება, თუ ისევ საგანგებო მდგომარეობს გამოვაცხადებთ“ – პრემიერ მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის გავრცელება კრიტიკულ ზღვრამდე არ მივა.  მანვე განმარტა, რომ ვირუსის შეჩერება შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, თუმცა, ეს არავის უნდა.  

„თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, 5 ათასი საწოლის დამატება მოგვიწევს.   ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ნიშნულამდე არ მივალთ. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზეც სტრუქტურირება ხდება ისეთი, რომ ზეწოლა იყოს გადანაწილებული სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების. მისი გაჩერება შეიძლება თუ ისევ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ. 2 კვირაში გავაჩერებთ უპრობლემოდ, მაგრამ ეს ხომ არ გვინდა, ამიტომ ვამბობთ, რომ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ“,- განმარტა  გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები