“ქალი თუ ხარ, პოლიციელი თუ ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ მძიმე სიტუაციაა” – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს გაუნათლებლობას უკავშირებს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდთან განსაკუთრებული მიდგომებია საჭირო. 

“პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს ეძახიან, ჟურნალისტებს, ექსპერტებს. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი. მოუსმინეთ, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდა თაობასთან გარდამტეხ პერიოდში. დღეს სკოლის დირექტორს მოვუსმინეთ, ის ადამიანი ცოდვა არ არის ახლა, სულ არ ჰქონდა განზრახვაში, რომ ასეთი ცოდვა ეტარებინა ცხოვრების ბოლომდე. ხომ ფაქტია, რომ ამ საკითხთან შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა. ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა დავინახეთ გზა. პოლიციაშიც, მითუმეტეს, ქალი თუ ხარ, პოლიციელი თუ ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ აქ მძიმე სიტუაციაა,”-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები