“ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთ ტონალობაში ხსენება შეურაცხყოფაა” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით,  ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ერთსა და იმაზე ტონალობაში ხსენება შეურაცხყოფაა. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოში დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, ივანიშვილმა კი, ეს ქმედებები აღკვეთა. 

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა – მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.

​”როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს სინამდვილის გამრუდებაა. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და ეს სპეკულაციური განცხადებაა, პირდაპირ ასე ვიტყოდი. ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება იმსხვერპლა. ამ რეჟიმმა დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის 20%. მეორე მხარეს კი არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ქვეყანაში აღკვეთა. როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, ეს შეურაცხყოფაა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები