“გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, ეს იქნება ცივილიზებული” – კახა კალაძე

  •  

გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, გააგრძელებს მუშაობას და ეს იქნება ცივილიზებული, – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე შეფასებით, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

,,ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, მე არანირი უფლება და საფუძველი მაქვს იმისა, რომ ვინმეს მოვუწოდო ან მოვთხოვო პარლამენტში შესვლა.

მე გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, გააგრძელებს მუშაობას და ეს იქნება ცივილიზებული, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას და მის დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები