თურქეთში, სამშენებლო წესების დარღვევაში 600-ზე მეტი ადამიანია ეჭვმიტანილი

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი უკვე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა.

ასევე, დაკავებულებს შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, კომპანიების მფლობელები და მენეჯერები.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი თემები