“წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები”- კიევის ოლქში კიდევ ერთი სამარხია ნაპოვნი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, კიევის ოლქში, კალინივკაში კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. ნაპოვნია 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, მათ წამების კვალი აღენიშნებათ.

“წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები, ხელებშეკრული. კიევის ოლქის სოფელ კალინივკაში ვიპოვეთ კიდევ ერთი სამარხი, სადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოვაჩინეთ. კიდევ რამდენი ასეთი სამხედრო დანაშაული ხდება მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ ტერორის გზა აირჩია და ამიტომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელწიფოდ უნდა გამოცხადდეს”, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

მსგავსი თემები