2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“.
პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს.
მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება.
საბურთალოს მაჟორიტარული მანდატისთვის კვლავ იბრძოლებს საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი.
დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია გედევან ფოფხაძე.
ისანში კენჭს იყრის რეჟისორი და მკვლევარი, მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ NOVA-ს დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი.
ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ზვიად თავაძე.
გლდანში, კი მაჟორიტარული მანდატისათვის იბრძოლებს ლაშა გიორგაძე.
სამგორის საარჩევნო ოლქში კი პარტიამ წარადგინა ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რიჟამაძე.