გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შემთხვევა დღეს მოხდა.

მსგავსი თემები