სროლა საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში – დაიღუპა ორი ადამიანი

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 14 წლის ბავშვი.

სროლისას 39 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მისი 14 წლის ქალიშვილი მძიმედ დაშავდა. ამასთან გარდაცვლილია 46 წლის მასწავლებელი.

32 წლის თავდამსხმელი საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწავლო კურსს გადიოდა. მამაკაცის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი უცნობია.

დაკავებისას თავდამსხმელს ჯიბეში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა.  სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, 32 წლის დაკავებულმა შენობებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა.

მსგავსი თემები