„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება. მისი თქმით, იენს სტოლტენბერგთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები ჰქონდათ.

„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას. დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში იმყოფებოდა, გვქონდა ნაყოფიერი მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ომში უკრაინის გამარჯვების სტრატეგიასა და ჯარისკაცების გაძლიერებაზე.

 

მსგავსი თემები