რუსეთთან მიერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმი ჩატარდება  

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რეფერენდუმისთვის ემზადებიან. ცხინვალი საოკუპაციო რეჟიმი ოფიციალურად ადასტურებს, რომ მოსახლეობა ითხოვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ა ეს რეფერენდუმითაც დადასტურდება.

„რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“, – აცხადებს „პრეზიდენტის“ პრესმდივანი დინა გასიევა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ამის შემდეგ კი ცხინვალი საკუთარ თავს რუსეთის შემადგენლობაში განიხილავს.

„რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“ – სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ელოდება

მსგავსი თემები