ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ლისის ტბის მიმდებარედ, 8 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან ლეკვი ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ლისის ტბის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 8 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან ლეკვი ამოიყვანეს.

როგორც ჩანს, ლეკვი ჭაში, მასში ჩამავალი საკანალიზაციო მილიდან მოხვდა.

,,მაშველებმა ლეკვი მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს და მეპატრონის თანხმობით ჭა დალუქეს.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები