,,მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა”- რას ამბობს პრიგოჟინი

,,მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა, ახლა კვირის უქმე დღეებია, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი. მე აფრიკაში ვარ,” – ამის შესახებ ევგენი პრიგოჟინის ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდისაა ჩაწერილი ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი  მისი უსაფრთხოების მიმართ შესაძლო მუქარებზე საუბრობს.

,,მათთვის, ვინც მსჯელობს ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ არის ჩემი საქმეები – ახლა კვირის უქმე დღეებია, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი. მე აფრიკაში ვარ. ასე რომ მათთვის, ვისაც ჩემს მოშორებაზე მსჯელობა მოსწონს, ან აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება, რამდენს გამოვიმუშავებ არ რამე სხვა – ყველაფერი კარგადაა,“ – აცხადებს პრიგოჟინი.

.

მსგავსი თემები