უკრაინის ომთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიმდინარე კვირას პოლონეთში ჩავა. ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას შეხვდება და უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ანჯეი დუდასთან პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მორიგი მხარდაჭერისა და უკრაინელი ლტოლვილების საკითხს განიხილავს.

„პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – აცხადებენ თეთრ სახლში.

 

 

მსგავსი თემები