ესპანეთი არ გამორიცხავს, უკრაინას ტანკები გაუგზავნოს

ესპანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას აქტიურად განიხილავს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესი აცხადებს, ესპანეთი მუშაობს, რომ უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ათი ტანკით დაეხმაროს.

„ვგეგმავთ უკრაინისთვის ლეოპარს A4“-ის ექვსი ტანკის გადაცემას.  ვაპირებთ, უახლოეს კვირებსა და თვეებში განვიხილოთ, თუ შეგვიძლია, ეს რაოდენობა ათამდე გავზარდოთ და მოვამზადოთ უკრაინელი სამხედროები „ლეოპარდის“ ამ ტანკების გამოყენებისთვის. ეს საკითხი ჩვენს მოკავშირეებთან –  ნატო-სა და ევროპაში უნდა განვიხილოთ.  პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის გაკეთება მე და ესპანეთის მთავრობას გვთხოვა. მე არ ვაპირებ ამის დამალვას, ჩვენ ეს დანარჩენ მოკავშირეებთან უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები