„ხელფასზე მოქმედი ჭინკები… გააუქმეთ პრაიდი, დავდგეთ ერთად… არ დავუშვებთ“ – ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც „თბილისი პრაიდზეც“ საუბრობს. მისი შეფასებით, მარშის კვირეული არ უნდა შედგეს და ყველას მოუწოდებს, 5 ივლისს რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბოს.

„გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. რადგანაც მთავრობამ არ გააკეთა განცხადება, რომ აუქმებს ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე. სხვადასხვა ჯგუფები იკრიბებიან სხვადასხვა ადგილზე, რუსთაველზე.  მე პირადად მივალ, დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან. ამ უმსგავსობის ჩატარება 12:00 საათზე უნდათ და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ“ – აცხადებს ლევან ვასაძე და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს.  

„მოვუწოდებ მთავრობას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და გააუქმოს ეს ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს ეს სოციალური დაძაბულობა. მსგავსი ღონისძიებები სრულიად დაუშვებელია ჩვენს რეგიონში. ის სპობს ნებისმიერ რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს ძმებთან – ოსებთან და აფხაზებთან, არცხვენს საქართველოს სახელს მთელ კავკასიაში და მთელს რეგიონში და დაუშვებელია, მსგავსი აღლუმი უქმნის საფრთხეს საზოგდოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და შედის კონფლიქტში საზოგადოებრივ მორალთან. რა თქმა უნდა, ეს დაფინანსებულია, ხელფასზე მოქმედი ჭინკები, რომლებიც ჯამაგირს იღებენ ყოველგვარ უმსგავსო საქციელში უცხოეთიდან, ამას არ უსმენენ და უყრუებენ.

ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლებს  უბრალოდ ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ შეიძლება მოხდეს, არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად მიუღებელ და დაუშვებელ ღონისძიებას“ – აცხადებს ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან.

მსგავსი თემები