სართიჭალაში კაცს რკინა-ბეტონის ფილა დაეცა – ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.