21 წლის ლაშა ჟღენტი, 4 სამართალდამცველს ძალადობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ლაშა ჟღენტის განცხადებით, გამოკითხვაზე სიმართლის თქმას აპირებს.
,,სიმართლის თქმას ვაპირებ, რაც გამიკეთეს და რაც დააშავეს, რაც ტყუილები ილაპარაკეს. სასამართლოში, რაც ოქმში ეწერა ყველაფერი ტყუილი იყო და მე ვაპირებ სამართლის პოვნას იმიტომ, რომ მე იქ რაც გამიკეთეს ის არასამართლიანობა იყო და როგორც გამისწორდნენ იქ ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ. ზედმეტები, რომ მოუვიდათ ელემენტარული გაჩერება ვთხოვე, რომ ხელი გაეწიათ იმ ადგილიდან, სადაც მომკიდეს და ეს არ მოეწონათ, ეს შეურაცხყოფად მიიღეს და მანქანაში ჩატენვა მოინდომეს. მანქანაშიც რაღაც პატარა ვიდეოსავით გადაიღეს, მანამ მანქანას დაძრავდნენ, პატარა 10-15 წამიანი ვიდეო გადაიღეს, როცა ბორკილებს მადებდნენ და მაგის მერე რომ გათიშეს ვიდეო და მანქანა დაძრეს თუ არა, მაგ დროს გააგრძელეს რტყმა, გინება როგორც ყოველთვის, რასაც აკეთებენ ყოველთვის მალავენ”, – განაცხადა ლაშა ჟღენტმა.