მეწყერს ინდოეთში 16 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დასავლეთით, მაჰარაშტრას შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. მაშველებმა 75 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

შტატის უფროსი მინისტრის მოადგილის განცხადებით, მძიმე ამინდის პირობებმა შეაფერხა სამაშველო სამუშაოები და ხელისუფლებამ გაგზავნა სამედიცინო ჯგუფები დაშავებულების დასახმარებლად.

სამაშველო სამუშაოები დღეიდან განახლდა.

მსგავსი თემები