უნგრეთს არ სურს 20 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნა უკრაინის სამხედროების დასახმარებლად

უნგრეთს 20 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნა უკრაინის სამხედროების დასახმარებლად, არ სურს.

წინადადება ითვალისწინებს წელიწადში მინიმუმ ხუთ მილიარდ ევროს გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რათა დაფაროს ევროკავშირის ქვეყნების ხარჯები უკრაინისთვის იარაღის ყიდვისა და გაცემის და უკრაინის ძალების წვრთნის ხარჯზე.

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, უნგრეთმა – რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა – განაცხადა, რომ წინააღმდეგი იქნება ფონდის მიმართ მანამ, სანამ უკრაინა არ ამოიღებს უნგრულ ბანკს, OTP-ს თავისი “ომის სპონსორების” სიიდან.

მსგავსი თემები