პუტინი არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შურისძიება ცივად მისართმევი საუკეთესო კერძია, გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი შურისძიებას გადაურჩება – ბერნსი

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, დრო მოიგოს, რათა შეიმუშაოს გეგმა, როგორ იძიოს შური ევგენი პრიგოჟინზე“, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

მისი თქმით, პრიგოჟინის ამბოხმა პუტინის ძალაუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი სისუსტეები გამოავლინა.

„ჩემი გამოცდილებით, პუტინი არის ადამიანი, რომელიც ზოგადად, ფიქრობს, რომ შურისძიება არის კერძი, რომელიც საუკეთესოდ მიირთმევა ცივად. ამიტომ გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას“, – განაცხადა ბერნსმა.

მსგავსი თემები