რუსეთმა ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს დაარტყა

რუსეთი სამხრეთ ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს თავს დაესხა. რუსული რაკეტები უკრაინის სამხრეთ ოდესის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალს მოხვდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

,,სამწუხაროდ, ოდესის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალები მოხვდა. მტერმა გაანადგურა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი”, – განაცხადა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ კიპერმა.

 

მსგავსი თემები