განადგურდა ტყეები და ათობით სახლი – ტყის ხანძრები ათენის დასავლეთით

ტყის ხანძრებმა ათენის დასავლეთით ტყეები და ათობით სახლი გაანადგურა. ახლა კი ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

უახლოეს დღეებში ტემპერატურა 45 გრადუსს მიაღწევს, კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის აკროპოლისის ძეგლი, დაიხურება 12 საათიდან 17:30 საათამდე.

Reuters-ის  ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ოთხ რეგიონის დასახლებას, მათ შორის აგიოს სოტირასის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

,,ჩვენ წინ ტემპერატურის მატება და შესაძლოა, უფრო ძლიერი ქარი გვაქვს, ამიტომ, უახლოეს დღეებში
აბსოლუტურად ფხიზლად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მოციტაკისმა.

მსგავსი თემები