31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“

31 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს

16 ადამიანი, ძირითადად ქალები ადგილზე დაიღუპა, 4 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან სამი – ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ.
25 წლის გია ქარსელაძე კი თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა.


„9 აპრილიქართველი ხალხის მეხსიერებაში ჩარჩა ცოცხალ მეხსიერებად იმ თვალსაზრისით, სანამ არსებობს ეს ცოცხალი მეხსიერება, არსებობს ეს წყენა და დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.

ამავე დროს ის უკავშირდება, დამოუკიდებლობის დღეს, სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელობის აღდგენა. თითქოს ამით მინიშნება კეთდებოდა, რომ იმაზე, რომ ამ დღეს აქვს არა მხოლოდ ტრაგიკული განზომილება, არამედ მას აქვს ეპიკური, ჰეროიკული განზომილებაც.“ – ამბობდნენ წლების შემდეგ მაშინდელი აქციის მონაწილეები.

1989 წლის 9 აპრილის მთავარი მოქმედი პირებიდან უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, ნაწილი კი აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. ტრაგედიიდან ექვს თვეში ავტოკატასროფაში დაიღუპა აპრილის აქციების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მასთან ერთად მძიმედ დაშავებული ზურაბ ჭავჭავაძე მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზვიად გამსახურდია 1990 წლის ოქტომბერში უზენაესი საბჭოს თავჯდომარე გახდა , შემდეგ პრეზიდენტი. 1991 წლის 9 აპრილს სწორედ მისი ხელმძღვანელობით, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. აქედან ათ თვეში, წითელი პუტჩის შედეგად გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მიზნით უკან დაბრუნებულმა გამსახურდიამ 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში თავი მოიკლა.



მსგავსი თემები