“აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის 9 წევრი დაიღუპა”- CNN

აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის ცხრა წევრი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის 6 ბავშვია.

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა გუშინ თავდაცვითი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რომლის სამიზნე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითთმკვლელი ტერორისტის ავტომობილი იყო, რომელიც ქაბულის აეროპორტს საფრთხეს უქმნიდა. ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის გამოც თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

მსგავსი თემები