„თუ შეზღუდვები არ მოიხსნება სიღარიბის ჭაობში ჩავიძირებით“ – ზურაბ ჯაფარიძე

სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს.

„თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, სიღარიბის ჭაობში ჩავიძირებით. დღევანდელი აქციის მიზანია, ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა, რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით.  თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოხსნა არის ბევრად რთული. მათი სტატისტიკა არის რიცხვებით მანიპულირება და მეტი არაფერი. არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც არასდროს არ დაკეტილია ბაღები და სკოლები, არ დაკეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ შედარებით ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოთხოვნებს აჟღერებენ ნაწილი  ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ითხოვს, ნაწილი სავაჭრო ცენტრების, ნაწილი კი ე.წ. კომენდანტის საათის.

მსგავსი თემები