„ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“ – მოსამართლე

„თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება“ – აღნიშნა მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვლის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დეტალურად ახსნა რა იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მოსამართლემ ყველა ეპიზოდზე გააკეთე განმარტებები, მათ შორის „ჩოგნების ჩარტყმის“ თემაზე. როგორც მოსამართლე ხარჩილავამ განმარტა, პირიქით, დოროყაშვილი ძალადობმა ბასილაშილზე.

„გავაკეთებ მცირე განმარტებას, თუ რატომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. შეგახსენებთ რაში ედებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი. მას ბრალი ედებოდა ფსიქოლოგიურ ძალადობაში 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე, რაც გამოიხატა ბრალის დადგენილების მიხედვით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამცირებაში. ადგილი ჰქონდა დადგენილების მიხედვით ეკონომიკურ ძალადობას და გარდა ამისა პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ასევე ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტერორს ბრალდებულის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ.

დავიწყოთ სიტყვიერი შეურაცხყოფით, დიახ, ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს. ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში გამოხატული და ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება.

გარდა ამისა დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“ – განმარტა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნომერ პირველი ჩოგბურთელი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

მსგავსი თემები