ქუთაისში AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი მედიკოსი აიცრა

ქუთაისში AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი მედიკოსი აიცრა. ვაქცინა პირველმა კარდიოქირურგმა ნიკა ვაშაყმაძემ გაიკეთა.

ვაქცინაციის პროცესი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მიმდინარეობს. კლინიკაში ამ ეტაპზე მხოლოდ ათი მედიკოსია რეგისტრირებული. ქუთაისში ვაქცინაციის ოთხი ცენტრია მოწყობილი, იმერეთში 15 პუნქტი იმუშავებს. სხვა მუნიციპალიტეტში პუნქტები 17 მარტიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები