,,ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, დღეს პასუხისმგებლობას იღებს”- პაპუაშვილი

ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ მასზე ზეწოლა იყო.

„უპირველეს ყოვლისა, თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. მეორე – საჯაროდ ვხედავდით მოწოდებებს, რომლებიც იყო პრეზიდენტის მიმართ. ზეწოლაა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს აძლევ რჩევებს და მისთვის სპეციფიკურ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი, ამ შემთხვევაში, რომ პრეზიდენტს მიეღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. რეაქციებითაც ვხედავთ, ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ. ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, რომ დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ვინაიდან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, ყველა ეს ადამიანი დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები