ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში  41 030 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში  41 030 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გენშტაბის ცნობით ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ასეთია: უკრაინელმა დამცველებმა, გაანადგურეს მტრის 1 768 ტანკი, 4 011 ჯავშანტექნიკა, 932 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 736 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 912 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 82 ერთეული სპეცტექნიკა.

აღნიშნული მონაცემები 24 თებერვლიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

მსგავსი თემები