„სახელმწიფო ყველას უნდა დაეხმაროს, ვინც სამუშაო დაკარგა, სწორება ერთ სულზე 390 ლარი უნდა იყოს” – ბექა ნაცვლიშვილი

“ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს ის არის, რომ დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს. ეს ხალხი არიან ყველაზე დაბალშემოსავლიანი და ფინანსურად სუსტი ჯგუფი „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი მოსახლეობის იმ კატეგორიაზე საუბრობს, რომლებიც მისი აზრით სოციალურად დაუცველებზე უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.

“უმუშევრად დარჩენილ ხალხს  არანაირი დანაზოგები არ ექნებოდათ. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ელემენტარული საარსებოს გარეშე, ესენი არიან თვითდასაქმებული ადამიანები და ის სექტორი, ვინც გაჩერდა. ამ ხალხს არანაირი დანაზოგი არ ექნებოდათ მათი შემოსავლიდან გამომდინარე შესაბამისად ვერ გააკეთებდნენ დანაზოგს. დიდმა ბანკებმა შეიძლება გადაავდეს სესხები, მაგრამ მიკროსაფინანსოებს არ შეუჩერებიათ სესხის გადახდა, ხალხის ამ კატეგორიას კი სწორედ მიკროსფინანსიების სესხი ჰქონდა, ამიტომ მათ სახელმწიფოსგან არანაირი ფინანსური შემწეობა არ მიუღიათ. ჩვენ მივიღეთ სოციალურად დაუცველებზე ფინანსურად უფროს სუსტი და მოწყვლადი ჯგუფი.პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ არის უმუშევრობის დაზღვევა და სახელმწიფო ამ ხალხს უნდა დეხმაროს ფინანსურად. საშუალოდ თითოეული ადამიანი საარსებო მინიმუმს საჭიროებს 390 ლარს. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ამ თანხით უზრუნველყოფა უმუშევრად დარჩენილების. სახელმწიფო ყველას უნდა დაეხმაროს, ვინც სამუშაო დაკარგა, სწორება ერთ სულზე 390 ლარი უნდა იყოს.“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში”


მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები