რუსეთის მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგური თავად უკრაინამ ააფეთქა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო და საკუთარი საკუთარი ჰიდროელექტროსადგურიც ააფეთქა.

„სამი დღეა, უკრაინის რეჟიმმა დაიწყო დიდი ხნის დაპირებული შეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში. ამ მიზნით კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა. მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი – 300 სამხედრო, 16 ტანკი, 26 ჯავშანტექნიკა და 14 მანქანა. კიევმა ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. ამით კიევმა ჩაიდინა ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეკოლოგიური შედეგები“ – აცხადებს შოიგო.

 

მსგავსი თემები