“არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება სახეში ესროლეთ ადამიანებსო” – მეგრელიშვილი 20 ივნისის საქმეზე

მე ამნისტიის იდეას ვემხრობი. ოპოზიციასა და ხელისუფლების კანონპროექტებს შორის განსხვავება ფუნდამენტური არ არის, – ამის შესახებ  „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლისას ვინმემ დამიზნებით სახეში სროლის ბრძანება გასცა.

„არ მჯერა, რომ ეგეთი ბრძანება იყო, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლეო. მე უბრალოდ, არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება სახეში ესროლეთ ადამიანებსო. ხომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ გვაქვს უნარი გამოძიების და სამართლიანობის აღსრულების?ამ ქვეყანაში უბრალოდ, ეგ გამოცდილება არ გვაქვს. არასდროს გვქონია. პირველად უნდა ვცადოთ ყველაზე მწვავე საკითხზე, რომელიც შეეხება ყველზე ძლევამოსილ ადამიანებს ამ ქვეყანაში. ვინ უნდა სცადოს ოპოზიციამ?ეს დაპირისპირების, პოლიტიკური თამაშის გაგრძელებაა, რაც ძალიან არ მომწონს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.

მსგავსი თემები